სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანუატუს წარმომადგენელი გაეროში: „აფხაზეთის აღიარება არც კი განხილულა“(+ვიდეო)

რუსეთის საგარეო უწყებამ და ზოგადად, რუსულმა დიპლომატიამ კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავის სასაცილო მდგომარეობაში, როცა განაცხადა, რომ მიესალმება აფხაზეთის აღიარებას ვანუატუს მიერ და მოხარულია ამ ორ ქვეყანას შორის კავშირის დამყარებით.

ინფორმაცია ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით თავდაპირველად აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაქსიმ ღვინჯიამ გაავრცელა. რა თქმა უნდა, ღვინჯიას ეს ამბავი არ დაესიზმრებოდა - მოსკოვიდან ახარეს და დაავალეს, განცხადება გაეკეთებინა. ბეჯითმა ღვინჯიამ დავალება ფრიადზე შეასრულა.

ბოლოს და ბოლოს, ვანუატუს წარმომადგენლებმაც გაიგეს, რომ თურმე მათ ქვეყანას აფხაზეთი უღიარებია. ვანუატუს ელჩი გაეროში, დონალდ კალპუკასი ამ ინფორმაციამ აღაშფოთა და ქართულ დელეგაციას დაუკავშირდა - ახსნა-განმარტებას გავაკეთებო, შემდეგ კი „რუსთავი2“-თან საუბარში განაცხადა:

„ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მე დავუკავშირდი ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელს, რომელიც ქვეყანაში მეორე პირად ითვლება. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის აღიარების შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ცოტა ხნის შემდეგ ხელმეორედ დავუკავშირდი და მან იგივე განაცხადა, თანაც დასძინა, რომ აფხაზეთის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს დელეგაციასთან და იმედი გვაქვს, რომ მალე დავამყარებთ საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი პროვინციების დამოუკიდებლობის აღიარებას არც ვაპირებთ“, - ამბობს დონალდ კალპუკასი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100