ხობში სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა - დაღუპულია მამა-შვილი
ხანძარი სამეგრელოში - ხობის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში ერთსართულიან სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა. ტრაგიკულ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მამა-შვილი, 30 და 70 წლის კაცი, ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შვილს, სავარაუდოდ ხანძრის გაჩენის დროს ეძინა.
კომენტარი