"9 თავიანი გველეშაპი გავგმირე სანამ აქ მოვიდოდი" - ვატო შაქარაშვილი პარლამენტში გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე ეკა ბესელიამ შეიყვანა
ვატო შაქარაშვილი პარლამენტში გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე ეკა ბესელიამ შეიყვანა.
შაქარიშვილს
მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვის დასმა სურდა, თუ რის საფუძველზე
შეეფარდა მას 2012 წელს ორთვიანი ადმინისტრაციული სასჯელი.
"9 მთა და 9 ზღვა გადავიარე, 9 თავიანი გველეშაპიც გავგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები, რომ მომეცეს შესაძლებლობა შევიდე და მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც მე 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და მოგვისაჯა 2 თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რამდენიმე კითხვა დავუსვა" - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
კომენტარი