14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი შეიქმენით კომფორტი. ეცადეთ, არ გადაიღალოთ ფიზიკურად. საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავისთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ძვირფასი ნივთები შეიძინოთ. თუმცა, არ აიღოთ ვალი.
კურო
პრაქტიკული საქმები შეასრულეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ნუ გაწევრდებით იმათთან, ვინც არ მოგწონთ. ნუ გაფლანგავთ ფულს.
ტყუპი
საყვარელ ადამიანს შეუთანხმეთ საყიდლები, ხარჯი. შეიძლება სარფიან საქმეში დააბანდოთ ფული. დღეს შანსი მოგეცემათ, საყვარელი ადამიანი ერთგულებაზე გამოსცადოთ.
კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ მეგობრულობა, ტოლერანტულობა. კარგი დღეა საჩუქრების ასარჩევად. შეიძლება ახალი წლის აღნიშვნა თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტოთ.
ლომი
ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. კარგი დღეა რჩევის, კონსულტაციის მიღება.
ქალწული
მასშტაბური გეგმების განხორციელება გსურთ. გაიუმჯობესეთ განწყობა; გამონახეთ დრო დასვენებისთვოს. თუ ახალი წლის შეხვედრას საზღვარგარეთ აპირებთ, დღესვე მოაწესრიგეთ საბუთები.
სასწორი
პირველ რიგში მატერიალური და საბინაო საკითხები მოაგვარეთ. ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ საახალწლო სუფრის გეგმა. კერძებთან ერთად გასართობი პროგრამაც უნდ მოამზადოთ.
მორიელი
მამაკაცებმა რაინდული თვისებები მეტად უნდა გამოავლინოთ და საყვარელი ადამიანის გამო გმირობა ჩაიდინოთ. შეყვარებულებმა ერთად დაგეგმეთ ახალი წლის შეხვედრა. თუ ახალგაცნობილები ხართ, ეს შანსს მოგცემთ კიდევ უფრო კარგად გაიცნოთ ერთმანეთი.
მშვილდოსანი
არ იზარმაცოთ, მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრების წრეში გაატარეთ. ერთად დაგეგმეთ უქმეები, სადღესასწაულო დღეები.
თხის რქა
კარგი დღეა საჩუქრების, სამოსის, კოსმეტიკური პროდუქციის ასარჩევად. აგრეთვე საჩუქრების შესაძენად. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
სწრაფად დაასრულეთ საქმეები, გვიანობამდე სამსახურში რომ არ იყოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან. საღამოს რომ არ მოიწყინოთ, მეგობრებს ან ნათესავებს ესტუმრეთ.
თევზები
სიმშვიდის, რომანტიკის დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თქვენ წილ ბედნიერებას, ფულს, სითბოს მიიღებთ. კარგი დღეა ტრადიციების აღსადგენად, საახალწლო სუვენირების შესაძენად.
კომენტარი