ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
2016 წლის 13 იანვარს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - ჩინგიზ აბდულაევი, რომელიც წარმართავს ბანკის საფინანსო, სახაზინო, ადმინისტრაციულ და შესყიდვების პროცედურებს.ჩინგიზ აბდულაევმა კარიერა დაიწყო ბაქოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობით 2000 წელს. 2003 წელს შეუერთდა დელოიტის აუდიტისა და საკონსულტაციო განყოფილებას და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები KPMG-ში (რუსეთი), MooreStephens CIS-სა და RSM-ში (საქართველო), რომლებიც თავის მხრივ მუშაობდნენფინანსურინსტიტუტებთან ენერგეტიკის, სავაჭრო და სხვა ინდუსტრიულ სექტორებში.
ჩინგიზ აბდულაევი სს „პაშა ბანკ საქართველოს“ შეურთდა 2014 წელს და დაიკავა ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2016 წლის 13 იანვარს კი დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად.
პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება სამი აღმასრულებელი დირექტორისგან:დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შაჰინ მამმადოვიდირექტორთა საბჭოს წევრი: გოგა ჯაფარიძედირექტორთა საბჭოს წევრი: ჩინგიზ აბდულაევი
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს. პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.
კომენტარი