სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იმ დების ფოტოებია, რომლებიც გომბორთან მომხდარ საშინელ ავარიას ემსხვერპლნენ

ეს იმ დების ფოტოებია, გომბორის გზაზე საშინელი ავარიის დროს რომ გარდაიცვალნენ. თიკა და ვერიკო გულიაშვილები 16 ოქტომბერს საშინელ ავარიას ემსხვერპლენ. გარდაცვლილების ვინაობის შესახებ "დრონი.ჯი"-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა.
16 ოქტომბერს თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზაზე, გომბორის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა და ქალიშვილი. ავარიის დროს მანქანაში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი, ორი და ვერიკო და თიკა გულიაშვილები და დების დედა. დედა და თიკა გულიაშვილი იმ დღესვე გარდაიცვალნენ და ისინი უკვე დაკრძალეს. რაც შეეხება ვერიკო გულიაშვილს ის არამიანცის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ დრონი.ჯი-სთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს მეორე დაც გარდაიცვალა. ამ უბედური შემთხვევის დროს საჭესთან ერთ-ერთი გარდაცვლილი დის ქმარი იჯდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100