სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანხის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირები გაათავისუფლეს, თუმცა, გამოძიება გრძელდება

რამდენიმე მილონი დოლარისა და ევროს გათეთრების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან. - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არც ერთი პირი დაკავებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კიდევ რამდენიმე ადამიანს დაკითხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით(განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება). საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს.
აღნიშნულ ფაქტს კი ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ბიზნესმენის წინააღმდეგ აგრესიულ და კრიმინალურ შეტევად აფასებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100