"თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ, მკვდარი მეორედ აღარ კვდება" - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"შ.ს.ს. მინისტრის მოადგილე ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა.
ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი, რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა.
ფაქტია შ.ს.ს-ც მეუბნება
ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი თუ არა გაგანადგურებო.
მინდა მადლობა გადავუხადო შ.ს.ს.-ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის.
მაგრამ მინდა შეგახსენოთ
2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც.
თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ
მკვდარი მეორედ აღარ კვდებააააააა" - წერს ზაზა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარი