4 ბალამდე შტორმი აჭარის სანაპიროებზე
აჭარის
სანაპიროებზე ზღვის
შტორმის 4-ბალიანი
სიმძლავრე დაფიქსირდა,
ხოლო წამში
- 20 მეტრი ქარი.
უსაფრთხოების გამო,
ყველა სახის
საზღვაო ტრანსპორტი
ბათუმის იახტკლუბშია
თავმოყრილი.
როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ განმარტა, 4-ბალიანი შტორმი ზღვის ძლიერ ღელვას ნიშნავს, თუმცა როგორც თურმანიძემ აღნიშნა, რაიმე სახის ზარალი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
მისივე ინფორმაციით, უსაფრთხოების გამო, ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტი ბათუმის იახტკლუბშია თავმოყრილი.
"ჩვენ
ვაკონტროლებთ
ბათუმის იახტკლუბს, რომელიც სააგენტოს კუთვნილებაშია. როდესაც საგანგაშო მდგომარეობაა ზღვაში, ჩვენ ვუთმობთ ადგილს ნებისმიერ გემს, რათა იყვნენ უსაფრთხოდ. გუშინ შემოვიდნენ სანაპირო დაცვის კატარღები, თავდაცვის კატარღები. წუხელ ყველაზე დიდი ღელვა დაფიქსირდა გონიოს სანაპიროებზე",
- აღნიშნა
მამუკა თურმანიძემ.
აჭარაში, ისვე როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამინდი გუშინ გაუარესდა. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარი და წვიმა იყო.
ამასთან, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმზე მუშაობას განაგრძობს.
კომენტარი