13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – კარგი დღეა ფინანსური ოპერციებისა და გარიგებებისათვის. შესაძლოა, უცხოელი პარტნიორისგან სარფიანი წინადადება მიიღოთ.
კურო – ნამდვილი თანამოაზრისა და ერთგული პარტნიორის მონახვა დღეს გაგიჭირდებათ. ნუ ენდობით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში დაძაბულობა და უთანხმოებაა მოსალოდნელი.
ტყუპები – დღეს ზედმეტად კრეატიული იქნებით. გაითვალისწინეთ ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების რჩევა.
კირჩხიბი – დღეს პრობლემებს განსაკუთრებულად ემოციურად შეაფასებთ. სამომავლოდ ნუ გადადებთ იმ საქმეს, რისი გაკეთება ახლაც შეგიძლიათ. დღის ბოლოს ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ.
ლომი – დღეს თანამოსაუბრის პოვნა გაგიჭირდებათ. იმოქმედეთ პატიოსნად და პოზიციების განმტკიცებას ნუ ეცდებით.
ქალწული – დღეს სენტიმენტალური და მგრძნობიარე იქნებით. ცუდი დღეა ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად. მოერიდეთ ბანკებთან ურთიერთობას.
სასწორი – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება გამოიჩინეთ. ვარსკვლავები ჯანმრთელობის გაფრთხილებას გირჩევენ.
მორიელი – დღეს თქვენი ცუდ ხასიათზე დაყენება ადვილი იქნება. ნუ აყვებით ემოციებს და თავი აარიდეთ პესიმისტურ განწყობას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გუნება-განწყობაზე უარყოფით გავლენას ახდენენ.
მშვილდოსანი – აქტიური სამუშაო დღე და საქმიანი შეხვედრები გელოდებათ. ნუ იქნებით დაძაბული, წინააღდეგ შემთხვევაში, დიალოგის წარმართვა გაგიჭირდებათ.
თხის რქა – ვარსკვლავები დროის წვრილმანებზე ხარჯვას არ გირჩევენ. დღის ბოლოს დაღლილობა შეგაწუხებთ, ამიტომ დაგეგმილ შეხევდრებს სამომავლოდ გადადებთ.
მერწყული – სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, წინასწარ დაფიქრდით და გათვალეთ სავარაუდო შედეგები. დღის მეორე ნახევარში თავი აარიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენში ეჭვს იწვევენ.
თევზები – ადვილად ნუ ენდობით გარშემომყოფებს. ბევრი ეცდება თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გაუფრთხილდით რეპუტაციას, ნუ ჩაიდენთ არაკანონიერ ქმედებებს.
კომენტარი