ოქრუაშვილის და ხაინდრავას სამომავლოდ გამიზნული ხრიკები
სექტემბერში დაგეგმილი ოპოზიციური გამოსვლები, როგორც ჩანს, ოტომბრამდე გადაიწევს. მართალია, ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა უკვე დაბრუნდა უცხოური კურორტებიდან, მაგრამ ახლა "გარუჯულ რეჟიმში" კონსულტაციებს აწარმოებენ ერთმანეთთან. ჯერ მორიგ აპოკალიფსურ თარიღზე არ შეთანხმებულან, კონსულტაციები მდორედ მიდის, სახალხო კრება 29 სექტემბერს იკრიბება და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის თავყრილობა, მისი შედეგი, უმნიშვნელოვანესია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. მოკლედ, ახალი არმაგედონის დაწყებას ოქტომბრისთვის უნდა ველოდოთ.
სდადჰკჯ
სდადჰკჯ
"დრონი.ჯი"-ს ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან, რომ ხალხის ნდობა დაკარგეს, ათეულ ათასიან მანიფესტაცია _ მიტინგებს ვეღარ ასწევენ, ამიტომ, ოპოზიციის ერთ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, პროვოკაციის გზით ხელოვნურად მაინც მოახერხონ პროტესტანტთა რიცხვის გაზრდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი მომხრეა შეიქმნას ე.წ. ზონდერ ჯგუფები.
სდადჰკჯ
სდადჰკჯ
მათ უნდა დაევალოთ აქციებში მონაწილე, შედარებით აქტიური პროტესტანტების გატაცება, გამეტებით ცემა, ტყეში და მიუვალ ადგილებში დაგდება. არ არის გამრიცხული, ამ კატეგორიის ადამიანებს, თუ საიმედო ადგილას მოიხელთებენ, ავტომობილები დაუწვან, თუ ვინმეს მცირე ბიზნესი აქვს, ღამით გადაუწვან, ან დაუმტკვრიონ. მთავარია, ისეთი ქმედება, რომლითაც დაფიქსირდება, რომ ამ ხალხს "ვინმე" ერჩის. ეს ვინმე კი, ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს. თუ ეს გეგმა განხორციელდა, მერე ნახეთ თქვენ, ბეისბოლის ბითებით ხალხის ცემა და მტვრევა – მსხვრევა. ასევე, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერენ ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გოგა ხაინდრავა... თუ გეგმა მიიღეს, მისი განხორციელება ბადრი ბიწაძეს დაევალება.
სდადჰკჯ
გეგმის წარმატებით შესრულება, ცხადია, გარკვეულწილად ასწევს საპროტესტო მუხტს, ნაცემ-ნატყეპი ხალხის ცოდვა ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს მიეწერებათ, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ აგრესია, საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ აგრესიას ზრდის – ეს აქსიომაა. ამდენად, საზოგადოდ, ხალხში პროტესტმა უნდა იმატოს.

რამდენად მისაღებია, რამდენად ზნეობრივია ამგვარი მეთოდები პოლიტიკური ბრძოლა, ეს მკითხველმა განსაჯოს. თუმცა, აზრი არა აქვს მორალზე ელაპარაკო იმ ადამიანებს, რომელთაც არაერთი უდანაშაულო გაუწირავთ, რათა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაეკმაყოფილებინათ.
ზემოთნახსენები სამეულიდან, გოგა ხაინდრავამ 1991-92 წლებში, ხალხის ხოცვით, ქართველი პატრიოტების, ზვიად გამსახურდიას ერთგული მებრძოლების გვამებზე გადაბიჯებით, მოიპოვა ჯაბა იოსელიანის ნდობა, მერე შევარდნაძესაც დაუახლოვდა და აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი გახდა. ამ სამის გარდა, რადიკალურ ოპოზიციაში სხვებიც არიან, რომელნიც ათასგვარი ბინძური მეთოდით დამკვიდრდნენ პოლიტიკაში, ზოგი ხელისუფლებაშიც იყო თავის დროზე.

ჩვენი ინფორმაციით, ეს გეგმა ნაწილობრივ 2008 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, როცა ოპოზიციის 30-მდე აქტივისტი სცემეს და ეს საქმეები დღემდე გაუხსნელია. მაშინ, ოპოზიციის ერთი აქტივისტი ალაპარაკდა, რომ მას რამდენიმე ლიდერმა დაავალა კონკრეტული ოპოზიციონერის ცემა და სქემა იგივე იყო – ოპოზიციამ ამ პიროვნების ცემა ხელისუფლებას გადააბრალა. როცა შ.ს.ს.-მ ეს საქმე გახსნა და ეს აღიარება აჩვენა ტელევიზიამ, მას შემდეგ, რატომღაც აღარ იტაცებდნენ და აღარ სცემდნენ ოპოზიციონერებს.
კომენტარი