რჩევები საქმიან ქალბატონებს, ელეგანტული იმიჯის შესაქმნელად
გთავაზობთ მოდის ექსპერტების მიერ საქმიანი ქალის სამოსის შერჩევისას დაშვებულ ყველაზე ხშირ შეცდომებს. გადახედეთ მათ, არასოდეს გაიმეოროთ ისინი და თქვენ ელეგანტური საქმიანი ქალის იმიჯი გარანტირებული გაქვთ.
შეცდომა 1 - ეს გახლავთ შავი, თეთრი და ისევ შავი. ღრმად არის ფესვგადგმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ შავი ქვედა, თეთრი ზედატანი და შავი კოსტუმი იდეალური ვარიანტია საქმიანი შეხვედრებისა და ოფისის თანამშრომლისთვის, მაგრამ სწორედ ასეთი სამოსი გხდით თქვენ უხილავს და შეუმჩვენეველს გარშემომყოფთათვის. ელეგანტური ქალი კი შეუმჩნეველი არ უნდა იყოს.
შეცდომა 2 - არის მოსაზრება იმის შესახებ თითქოს სამკაულები სამსახურში საჭირო არ არის. პირიქით, აუცილებელიც კია, თქვენ უნდა გაუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ გოგონა ხართ, თუმცა არ არის საჭირო გადამეტება და სადღესასწაულო სამკაულების გამოფენა.
შცდომა 3 - საახალწლო ნაძვის ხესავით გამოწყობა. ეს წინა შეცდომის მეორე უკიდურესობაა და მასზე ბევრად უფრო მეტად ვნებს თქვენს იმიჯს, რადგან სამკაულებით გადატვირთვა თქვენს წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. (გახსოვთ კოკო შანელის სიტყვები? სახლიდან გასვლის წინ მოიხსენით ის ორი სამკაული, რომელიც ბოლოს გაიკეთეთ)
შეცდომა 4 - ზედმეტად მკაცრი, ძველმოდური და დახურული სამოსი. გასაგებია, რომ გსურს თავი დაიცვა მამაკაცთა მხრიდან ზედმეტი ყურადღებისგან, მაგრამ დრეს-კოდის ფარგლებში მოდური ტენდენციების ჩასმა აუცილებელია.
შეცდომა 5 - სეპერ მოდური იმიჯი. შესაძლოა კერი ბრედშოუს ძალიანაც უხდება ოქროსფერი ფეხსაცმელები და ბალერინას პაჩკა, მაგრამ დაფიქრდი, შეეფერება თუ არა შენს სამსახურს ის რაც დღეს ძალიან მოდურია? სჯობს ტენდენციების მიხედვით არასამუშაო საათებში ჩაიცვა.
შეცდომა 6 - სექსუალურობა. მაშინაც კი თუ პარტნიორის ძებნის აქტიურ პროცესში ხარ ნუ გააკეთებ ამის დემონსტრირებას სამსახურში. შენს იმიჯს აუცილებლად შეამჩნევს უფროსობა და ან სამსახურიდან გაგათავისუფლებენ ან გადაწყვეტენ, რომ კარიერულ კიბეზე ასვლა სექსუალური გზით გინდა.
შეცდომა 7 - ზედმეტად თავისუფალი სტილი. არ ღირს გადაჭარბება და სამსახურში დახეული ჯინსებითა და ბოიფრენდის მაისურით გამოცხადება.
შეცდომა 8 – „კლეტკა“ კოლგოტები, ეს არის ის რაც საქმიანი იმიჯისთვის დამანგრეველია.
შეცდომა 9 - ზედმეტად ფერმკრთალი სახე. ეს შესაძლოა ავადმყოფურადაც კი გამოიყურებოდეს, გადაჭარბება რა თქმა უნდა არ ღირს, მაგრამ ცოტაოდენი კოსმეტიკა სახისთვის ფერის მისაცემად აუცილებელია.
შეცდომა 10 - საბრძოლო მაკიაჟი. ფანქრის მსხვილი ხაზები, ყავისფერი რუმიანა, ტუშის მსხვილი ფენა წამწამებზე და მკვეთრი პომადა. თავადაც ხომ ხვდებით რომ ეს ყველაფერი საქმიან ქალს არ შეეფერება?
კომენტარი