როგორ ავირჩიოთ კრიპტო ვალუტა ინვესტიციისთვის და არ დავუშვათ შეცდომა
ერთი ადამიანიც არ დარჩა ვისაც კრიპტო ვალუტის
შესახებ არ სმენია. იმ მოკლე დროში რაც ელექტრონული ფული არსებობს, ბევრმა ინვესტორმა
შეძლო კარგი ფულის გამომუშავება. ინვესტორებს შეუძლიათ BTC-ს ყიდვა და გაყიდვა მოგების
მისაღებად. მაგრამ ყველამ იცის, რომ კრიპტოვალუტის კურსი არ არის სტაბილური. სამწუხაროდ, მსოფლიოს კრიპტოსა
და კრიპტო ვალუტის ბაზარზე არის წარუმატებლობები. თუმცა კრიპტო ვალუტაში ინვესტირება
მაინც მომგებიანია.
პირიქითაც, ბევრი ტრეიდერი ბევრ ძალისხმევას
დებს რომ გაიგოს ფასის ცვლილების მიზეზები. ეს ცოდნა ეხმარებათ გააანალიზონ და სწორად
აირჩიონ საინვესტიციო კრიპტო ვალუტა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ ავირჩიოთ
ციფრული ფული საინვესტიციოდ.
კრიპტო ვალუტის კონცეფცია
კრიპტო ვალუტები ციფრული ვალუტებია რომელთა
ვაჭრობაც ტრადიციული ქაღალდის ვალუტის მსგავსადაა შესაძლებელი. თუმცა, ფინანსური დაწესებულებები
არ აკონტროლებენ ვალუტებს როგორიცაა Bitcoin-ი, და ტრანზაქციები კრიპტოგრაფიულ მახასიათებლებს
ატარებენ. კრიპტო ვალუტების უმეტესობა უცვლელობისთვის, გამჭვირვალობისა და დეცენტრალიზაციისთვის
ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ. ერთ-ერთი გამონაკლისი ცოტათაგან არის IOTA, პროექტი
რომელიც ეგრედ წოდებულ Tangle-ს ეფუძნება.
ფასების არსებითმა ზრდამ კრიპტო ვალუტები მცირე
ნიშიდან გამოიყვანა. Bitcoin-ს კვლავ ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
თქვენ შეგიძლიათ WhiteBIT-ზე ნახოთ Bitcoin-ის დინამიკა, სადაც ინფორმაცია ყოველდღიურად
ახლდება. ახლა, როდესაც ციფრული ვალუტების დედა ყველას რადარზეა, უფრო და უფრო მეტი
ინვესტორი განიხილავს Bitcoin-ის ყიდვას, ზოგს კი სჯერა, რომ კრიპტო ვალუტები ყოველი
პორტფოლიოს ნაწილი უნდა იყოს.
მაშინ როდესაც Bitcoin-ი ყველაზე კარგად ნაცნობი
ციფრული ვალუტაა, იგი ერთადერთი არაა. სხვადასხვა ციფრულ ვალუტები აგრეთვე სხვადასხვა
გამოყენების შემთხვევებს გულისხმობს. ამიტომ, ბაზრის ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს,
რომ კრიპტო ვალუტის სექტორის დივერსიფიკაციასაც აქვს აზრი. მაგალითად, მაშინ როდესაც
Bitcoin-ი ციფრულ ოქროდაა მიჩნეული, სხვაგვარად ცნობილი შემნახველი მანქანა, IOTA ნივთების
ინტერნეტის ვალუტად იქცა.
კრიპტო ვალუტებთან მუშაობის სახელმძღვანელო
კრიპტო ვალუტის ინვესტირების თაობაზე მოსაზრებები
განსხვავდება, ერთი მხრივ ენთუზიაზმით აღსავსე მომავლისა და ფასის პოტენციალი, მეორე
მხრივ კი ახალგაზრდა აქტივების კლასთან ასოცირებული რისკების მიმართ სიფრთხილე. პოტენციური
რისკები მოიცავს შესაძლებლობას, რომ ფსონმა შეიძლება არ გაამართლოს. როგორც ყველა ინვესტიციის
შემთხვევაში, კარგი წარსულის მაჩვენებელი არ იძლევა მომავლის ფასზე გარანტიებს.
შეისწავლეთ, კვლევა ჩაატარეთ და მიიღეთ ინფორმაცია
და ნუ აყვებით მესამე პირების აზრებს, ყური დაუგდეთ საკუთარ დასკვნებს. თუ საკმარისი
დრო არ გაქვთ ამისთვის, შეიძლიათ ცხოვრება გაიმარტივოთ ტრეიდერისთვის შემოთავაზებული
ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფით როგორიცაა Bitcoin კოდი. ვთქვათ იცით თუ სად გინდათ
ჩადოთ თვენი ფული. ასეთ შემთხვევაში, თქვენ აგრეთვე იცით ასოცირებული რისკები და შესაბამისად,
მხოლოდ არასაჭირო ფულის ინვესტირებას ახდენთ რომლის დაკარგვის უფლებასაც მისცემდით
საკუთარ თავს ისე, რომ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოახდინოთ.
კრიპტო ვალუტები უსაფრთხოა?
კრიპტო მონაცემები არ არის ცენტრალურად მართული
ან გამოშვებული, თუმცა გამუდმებით ვერიფიცირდება კრიპტო სისტემაში (ბლოკჩეინის ბლოკები)
მყოფი ყველა მონაწილის მიერ. ეს განშტოებული და ურთიერთდამოკიდებული კრიპტოგრაფია,
სისტემის თაობაზე ინფორმაციის დაშიფვრა, მონაცემებს ვირტუალურად დაცულს ხდის. მათი
შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ადგილას, თანმიმდევრულად, ან კონსულტაციით. ამრიგად,
ჰაკერებს ესაჭიროებათ ერთდროულად და თანმიმდევრულად მოახდინონ ბლოკჩეინის ქსელის ყველა
ნაწილზე მანიპულირება რომ რაიმე შეძლონ. და: სამთავრობო სააგენტოებსაც არ აქვთ წვდომა.
პრინციპში, ეს ხდის კრიპტო ვალუტებს უსაფრთხოს.
მეორე მხრივ, არსებობს კრიტიკა, რომ ეს მიზეზები
სუსტი წერტილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. აგრეთვე განიხილება,
რომ კრიპტო ვალუტების ღირებულება ხელოვნურად გაბერილია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბუშტი,
რომელიც ერთხელაც გასკდება. ეს, თავის მხრივ, იმის საწინააღმდეგოა რისი იმედიც ბევრ
ინვესტორს აქვს. ბევრი ეძებს ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გლობალურ ბაზარზე
იმის გამო, რომ ეშინიათ ვალუტებს ღირებულების დაკარგვის იქ, სადაც "ფულზე დახარბებულ
ბანკირებს" არ აქვთ კონტროლი.
კრიპტო ვალუტაში ინვესტირების შეცდომები
ბოლო დროს კრიპტო ვალუტების შესახებ სიახლეების
ნამდვილი წყალდიდობა იყო. ამან მიგვიყვანა ამ ტიპის აქტივებში ინვესტიციების ზრდამდე,
ზოგ შემთხვეაში ისეთი ხალხის მიერ, რომლებსაც საკითხზე ცოტაოდენი ცოდნა გააჩნიათ. კრიპტო
პროექტებში ხშირ შეცდომებს, როგორც წესი, ფინანსური ზიანის მიყენება შეუძლია. ამრიგად,
ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, თუ რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ამ ციფრულ ტოკენებში
ინვესტირებისას და რა არის საუკეთესო გადაწყვეტები.
დაიტვირთეთ ემოციებით
როგორც ყველა სახის ინვესტიციისას, ემოციური
ფაქტორი საკვანძო როლს თამაშობს და ერთ-ერთი ყველზე დიდი შეცდომაა რომელსაც ახალბედები
უშვებენ. ყიდვა და გაყიდვა სათაურების ან სენსაციად
ქცეული რეპორტების საფუძველზე რომლებიც დეზინფორმაციას შეიცავენ ან არ წარმოადგენენ
სიმართლეს, არ არის იშვიათი. ემოციები ხშირად როლს თამაშობენ როდესაც ახალი ინვესტორები
ინვესტიციას აკეთებენ კრიპტო ვალუტაში, და მათთვის იმდენადვე რთულია დანაკარგების აღიარება,
როგორც ამონაგების განაღდება. ამიტომ, მოგებისთვის არსებულ ინვესტიციებთან ემოციური
მიჯაჭვა კარგი გადაწყვეტილების მიღების უნარს მნიშვნელოვნად ვნებს.
როგორ შეიძლება პრობლემის გამოსწორება? ემოციური
ფაქტორები შეიძლება დაკორექტირდეს როგორც გაყიდვის, ასევე ყიდვის მიზნების დაწესებით,
ინვესტიციების გარკვეული პროცენტის ლიკვიდირებით ან სხვა აქტივში ინვესტირებით.
საინვესტიციო პლატფორმის არასწორად არჩევა
ზოგი კრიპტო მომხმარებელი ცდილობს, ზოგი პლატფორმისთვის
აუცილებელი KYC ვერიფიკაცია აირიდოს თავიდან. რა არის KYC კრიპტო ვერიფიკაცია? ეს არის
კრიპტო ვალუტის პლატფორმის გზა რომ მოახდინოს საკუთარი მომხმარებლების ვერიფიკაცია
და უზრუნველყოს ოპერაციების გამჭვირვალობა და სიცხადე. კიდევ ერთი ყურადსაღები ასპექტი
ისაა, რომ ზოგი პლატფორმა აცხადებს რომ კრიპტო ვალუტის ყიდვა და გაყიდვაზე საკომისიოს
არ აწესებს. თუ არა, მაშინ საიდან ღებულობს შემოსავალს და აგრძელებს საქმიანობას?
რა თქმა უნდა, ფასი, რომლითაც კრიპტო ვალუტას
ყიდულობთ, გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე საბაზრო ღირებულება, და თუ თქვენ მას გაყიდით,
ფასი გაცილებით დაბალი იქნება. ეცადეთ მოძებნოთ საიტები რომლებიც ამ კუთხით რაც შეიძლება
მეტად გამჭვირვალეა. ამასთან, მნიშვნელოვანია ფრთხილად იყოთ ზედმეტად მიმზიდველი შემოთავაზებების
აღმოჩენისას.
კრიპტო ვალუტებში ინვესტირება - როგორ მუშაობს?
ამ ცოდნით, ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ტრეიდინგ
სივრცეებზე: სხვადასხვა კრიპტო ბირჟა და DEX-ი (დეცენტრალიზებული ბირჟები) გვთავაზობენ
კრიპტო ვალუტის ტრეიდინგს ან პირდაპირ შეძენას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია
WhiteBIT-ი. ამგვარ პლატფორმებზე შესაძლებელია კოინებისა და ტოკენების შეძენა ან გაყიდვა,
პირდაპირ, თუ სხვა ინდივიდებთან ყიდვისა და გაყიდვის შეთანხმებით. ტოკენის ან კოინის
ფასი მიწოდებისა და მოთხოვნის პრინციპითაა განპირობებული. პატარა რჩევა: თუ გსურთ პერსპექტიული
კრიპტო პროექტების იდენტიფიცირება, შეძენის შემდეგ თქვენი კრიპტო ვალუტები უნდა განათავსოთ
საკუთარ საფულეში და არ დატოვოთ ბროკერთან.
ან თქვენ გადაწყვიტეთ სპეკულირება მოახდინოთ
ერთი ან მეტი კრიპტო ვალუტის გაცვლითი კურსით. ეს უკანასკნელი ხშირად CFD-ების მეშვეობით
ხდება, ეს კი სხვაობის კონტრაქტებს მოიაზრებს. უაღრესად სპეკულაციური დერივატივებით,
რომლებიც აგრეთვე, როგორც წესი, შემოთავაზებულია ბროკერების მიერ, შეგიძლიათ ინვესტირება
მოახდინოთ მცირე კაპიტალით კრიპტო ვალუტის ბაზრის განვითარების ღირებულებაში, მაგ.
შეგიძლიათ აგრეთვე ივარაუდოთ, რომ კრიპტო ვალუტამ შეიძლება მალე დაიკლოს (უფრო მეტად).
ისინი, ვინც რამე გრძელვადიანს ეძებენ, შეუძლიათ
წარმატებულ კრიპტო პროექტებში მოახდინონ ინვესტირება. უპირატესობა: ამ შემთხვევაში,
შემოსავალი არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს, არამედ ექვემდებარება კაპიტალის
მოგების უფრო დაბალ გადასახადს.
აქ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა
კრიპტო პროექტის წარმატების ფაქტორების შესახებ:
●
როგორც ინვესტირების ყველა ფორმაში, რეკომენდებულია
რამდენიმე სხვადასხვა ინვესტიციაში მოახდინოთ დივერსიფიკაცია რათა ჯამური დანაკარგების
რისკი შეამციროთ.
●
აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია შეადაროთ სხვადასხვა
პროვაიდერები. რამდენადაც, მაგალითად, ტრანზაქციის გადასახადები შესაძლოა მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდეს - რაც დამოკიდებულია დღის მონაკვეთსა და მიმდინარე ტრანზაქციების ოდენობაზე,
და სხვა.
●
კრიპტო ვალუტების მაღალი არასტაბილურობის გამო,
მაგ, ძლიერი ფასის მერყეობა, რეკომენდებულია საკითხს რაც შეიძლება უემოციოდ მიუდგეთ:
შეიძინეთ ცივ გონებაზე და მცირე ოდენობებით მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიანტები.
●
გამოიყენეთ სწორი მისამართი კრიპტო ვალუტის
ბროკერისგან თქვენს საფულეში გადარიცხვისას ან პირიქით. მარტივი შეცდომა და კოინები
ან ტოკენები გაქრება და ვეღარასდროს ნახავთ.
●
კრიპტო ვალუტები რომლებიც სულ მცირე ერთი წლის
განმავლობაში არის შენახული თავისუფლდება გადასახადებისგან - მანამდე, მოგება ექვემდებარება
საშემოსავლო გადასახადს.
●
აგრეთვე საინტერესოა: მრავალი კრიპტო პროექტი
მუშაობს ვებსაიტებზე ან მობილურ აპებში რომლებიც შექმნილია კრიპტო ვალუტების მიღებისა
და განაწილებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია
ტრანზაქციებს უკიდურესად უსაფრთხოს ხდის, ისევე როგორც ყველა ვალუტასა და გადახდის
საშუალებას, კრიპტო ვალუტები ეფუძნება არაფერს, თუ არა ნდობის სისტემას, 20 ევროიანი
გადასახადი 20 ევრო მხოლოდ იმიტომაა, რომ ბევრი ადამიანი ამას ასე იღებს. დიდი აჟიოტაჟისა
და კოლოსარული ფასის ზრდის შემდეგ, კრიპტო ვალუტების უმრავლესობა კვლავ დაეცა. და მხოლოდ
ამ მაღალი მერყეობების გამო, ბევრი ეკონომისტი Bitcoin-ს გიჟურ იდეად მიიჩნევს. ნაკლებად
სანდო თუ იქნება ანგარიშსწორების საშუალება ვალუტაში, რომელსაც დღეს შეიძლება ათი პროცენტით
უფრო მეტი ღირებულება ჰქონდეს ვიდრე გუშინ. მერყეობების (მთავარი) მიზეზი: უკვე ხსენებული
კრიპტო ვალუტის სპეკულაციები და გარკვეული კაზინოს მენტალიტეტი რომელიც მოქმედებს როდესაც
საქმე კრიპტო ვალუტებს ეხება.
კომენტარი