ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი გადაიდო
ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სილქ როუდ ჯგუფში" განუცხადეს, ამერიკელმა მილიარდერმა საქართველოში ვიზიტი ახალ წელთან დაკავშირებით გადატვირთული გრაფიკის გამო გადადო. კომპანიის ინფორმაციით, ტრამპი საქართველოში 2012 წლის დასაწყისში ჩამოვა, თუმცა, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
დონალდ ტრამპი "ბათუმის ტრამპ თაუერის" მშენებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაციისთვის 17 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყო. ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, მარტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად trump tower საქართველოშიც აშენდება.
კომენტარი