მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ყაჩაღს სამოდელო ბიზნესი დიდ ფულს პირდება
კალიფორნიელი ყაჩაღი ჯერემი მიკსი, რომელიც ბანკის ძარცვისთვის არის დაპატიმრებული შესაძლოა ვერსაჩეს სახე გახდეს. როგორც ცნობილია, დაკავების შემდეგ პოლიციის ვებგვერდზე მისი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მისკი მილიონობით ქალის გულთამპყრობელი გახდა, რის გამოც მისით მსოფლიოს წამყვანი კომპანიები დაინტერესდნენ.
ლოს ანჟელესის ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ Blaze Models - მა ჯერემის 30 ათას დოლარიანი კონტრაქტი უკვე გაუფორმა, თუმცა შემოთავაზებების სია დღითიდღე იზრდება, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მძარცველს პოდიუმი და როგორც ამბობენ დიდი ფული ელის.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჯერემის დედა შვილისთვის ადვოკატის დასაქირავებლად ფულს ქველმოქმედების გზით აგროვებდა, თუმცა ჯერემის ეს აღარ სჭირდება, საკუთარი გარეგნობის მეშვეობით მან უკვე იშოვა საკმარისი ფული ადვოკატის დასაქირავებლად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ქალების გულთამპყრობელი სამოდელო ბიზნესში იმაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს ვიდრე ბანკის ძარცვით შოულობდა.
კომენტარი