ყარაჩის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას 11 ჯარისკაცი ემსხვერპლა
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. მათ ჯარისკაცების ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 11 სამხედრო პირი დაიღუპა.
თავდასხმელებმა მეჰრანის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე ტყვეები აიყვანეს. ტყვეთა შორის არიან ჩინელი სამხედრო პირებიც.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
"ეს არის კიდევ ერთი შურისძიება ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის გამო. ჩვენ დავანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ ვართ ერთიანნი და ძლიერნი", - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა ეჰსანულა ეჰსანმა "როიტერთან" საუბრისას.
კომენტარი