ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს შეხვდა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას წარმატება უსურვა დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში და იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების დროულად მოგვარების იმედი გამოთქვა.
„იმერეთი ერთ–ერთი ყველაზე დიდი რეგიონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხის ნდობა და მთავრობის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოთ,“–აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
კომენტარი