რუმინელები ქვეყანაში ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტებს განათავსებენ
რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ დღეს ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები განთავსდება.
„დღეიდან ძალაში შევიდა შეთანხმება ამერიკული სისტემების რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ და უკვე შეიძლება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზების მშენებლობის დაწყება“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ცოტა ხნის წინ რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა.
შეთანხმების მიხედვით, 2015 წლისთვის რუმინეთში უკვე იქნება კომპლექს „იჯისის“ რადიოლოკაციური სადგური, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ოპერატიული მართვის ცენტრი და მობილური ბატარეები „სტენდარტ-3“ რაკეტებით. ამ ჩამონათვალში შედის ასევე 200 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
კომენტარი