ჩუვაში მამაკაცი გენეტიკურ ექსპერტიზას ითხოვს: „კლაუდია შიფერს ჩემგან ქალიშვილი ჰყავს...“
ჩუვაშმა ახალგაზრდამ ალექსანდრე გავრილოვმა სასამართლოს მიმართა და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მისი თქმით, კლაუდია შიფერის ჩვილი ქალიშვილი - კოსიმა ვაიოლეტ ვონ დრიუმონი მისი შვილია.
როგორც გავრილოვმა „სეგოდნიას“ უთხრა, 2009 წელს მან „ფეისბუქზე“ გაიცნო ლამაზმანი, რომელიც ძალიან ჰგავდა კლაუდია შიფერს, ორი თვის შემდეგ კი გოგონამ გადაწყვიტა და ყმაწვილს სტუმრად ეწვია.
გავრილოვის თქმით, მათ ერთად სულ ოთხი დღე გაატარეს და მოსკოვის რამდენიმე ღირშსშესანიშნაობა და რესტორანი მოინახულეს, მაგრამ ძირითადად მაინც საწოლში იწვნენ და სექსით ტკბებოდნენ - მამაკაცმა ქალის ჩამოსვლის პერიოდში მოსკოვის ცენტრში ბინა დაიქირავა.
ამის შემდეგ ქალი სამშობლოში გაფრინდა და ხაზზე აღარ გამოსულა, ცოტა ხნის შემდეგ კი მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია კლაუდია შიფერის ორსულობის შესახებ. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ალექსანდრეს დაესკვნა, ჩემი სტუმარი და სუპერმოდელი ერთი და იგივე პერსონააო.
„სწორედ ჩემთან გატარებული დღეების შემდეგ გაჩნდა ცნობები კლაუდია შიფერის ორსულობის შესახებ“, - ამტკიცებს გავრილოვი, - „საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ კლაუდია შიფერის გოგონა - ჩემი შვილია და მინდა მონაწილეობა მივიღო მის აღზრდაში. სწორედ ამიტომ მოვითხოვე სასამართლოსგან გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება“.
ქალაქ ჩაბოქსარის სასამართლომ გავრილოვს ოფიციალური და მოკლე პასუხი გასცა: „მოსარჩელეს უფლება აქვს ანალოგიური მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“...
კომენტარი