სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 13. ოზურგეთში იწვიმებს, +17 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია ნალექი, +19 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს, +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰარის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +10.

მცირე ნალექი და +16 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს მესტიაში, სადაც +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.

ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება და იწვიმებს. +8 იქნება ღამით.

ჭიათურაში +18 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ნალექია მოსალოდნელი და ღამით +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. ასევე ნალექიან დღესა და +17 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +18 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსს და წვიმას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი დღე და +20 გრადუსია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +19 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი, მზიანი იქნება დღე, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +13 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება, ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება, ღამით კი 1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ამ დღე უნალექოდ ჩაივლის.

+27 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, უნალექო იქნება დღე, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. აქ დღე ნაწილობრივ მზიანი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100