პრემიერი სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, ადვოკატებთან და ომბუდსმენთან ერთად მიიღებს - შეხვედრას შს მინისტრიც დაესწრება
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი შეხვდება ზაზა სალარიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მათ წარმომადგენლებთან ერთად.
მისივე თქმით, შეხვედრას ასევე დაესწრებიან შს მინისტრი და სახალხო დამცველი.
„პრემიერ-მინისტრი შეხვდება სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე შეხვდება მაჩალიკაშვილსა და მის ადვოკატს, აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება შს მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია და ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მათი დასწრება იყო ზაზა სარალიძის მოთხოვნა, “-განაცხადა თადუმაძემ.
უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა დახურული იქნება ჟურნალისტებისთვის. კადრებს ადმინისტრაციის პრესსამსახური გადაიღებს და შემდეგ მედიას გადაეცემა.
კომენტარი