სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროს, ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროს, 24 წლის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

მას რამდენიმე-საათიანი ოპერაცია კიდურებსა და თავის არეში ჩაუტარდა.

უფროსი ლეიტენანტი შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ, ამჟამად კი ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

ამავე ჰოსპიტალში გადაიყვანეს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე სამივე სამხედრო ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.


წყარო: რუსთავი 2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100