როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
6 მაისს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +28 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
მესტიაში +20 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში უნალექო ამინდსა და +25 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.
+20 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება, დაუბერავს ჩრდილოეთის ქარი.
გორში დღისით +20 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +11 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა იქნება ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება რუსთავში, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
კომენტარი