პირი, რომელიც გუშინდელ აქციაზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა, პოლიციამ დააკავა
პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა, პოლიციამ დააკავა.
ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ სულ 3 ადამიანი დააკავა, მანამდე კი ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.
კომენტარი