სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის იუსტიციის მინისტრი: „ჩვენი პენიტენციალური სისტემა „გულაგის“ კატორღას ჰგავს...“ (ვიდეო)

რუსული პრესა წერს, რომ იუსტიციის მინისტრს ალექსანდერ კონოვალოვს წყალი შეუდგა. მიზეზი მისი საოცრად თამამი განცხადებაა, რომელიც ქვეყნის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით დუმის სამთავრობო საათზე გააკეთა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, „ედინოროსები“ მინისტრის გამოსვლის შემდეგ კარგა ხანს ვერ გამოვიდნენ შოკიდან, მერე კი მობილურები მოიმარჯვეს და რეკვა დაიწყეს. მინისტრმა საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით დატოვა დუმა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ასეთივე გრძნობით მოუწიოს თანამდებობიდან წასვლაც.

„რუსეთის პენიტენციალური სისტემა საშინლად არქაულ მდგომარეობაშია“ - ასე დაიწყო კონოვალოვმა და გააგრძელა: „სადამსჯელო სისტენა ქვეყანაში ჯერ კიდევ „გულაგ“-ისდროინდელ შტრიხებს შეიცავს, შესაძლოა, რევოლუციამდელი კატორღის ნიშნებსაც კი...“ - თქვა მინისტრმა და ისიც დაამატა, რომ ის სისტემა, რომელიც ამ სფეროში აქვს რუსეთს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.

მინისტრმა ყურადღება, ძირითადად, იმაზე გაამახვილა, რომ პენიტენციალური სისტემა ვერ უწყობს ხელს ადამიანის გამოსწორებას და რომ პატიმართა მიმართ მოპყრობა არაჰუმანური და „ზოგიერთ შემთხვევაში, არაადამიანურია“.

ვიდეო: რუსეთის ერთ-ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, ე.წ. „შავი დელფინი“, სადაც სამუდამო პატიმრები იხდიან სასჯელს. კადრები 2011 წელსაა გადაღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100