სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს

ამის შესახებ "პირWელს" ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის - გია აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, იგი გამომძიებელს შეხვდა და შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, მედიისთვის და სხვა ნებისმიერი პირისთვის ამ საქმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმთაიმის" ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება ედებათ ბრალად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100