სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გალტ & თაგარტი“ კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა კორპორაციული ობლიგაციების განთასვების კუთხით

თბილისი, 7 თებერვალი, 2017 - სს „გალტ & თაგარტი“ („გალტ & თაგარტი“) კომპანია Cbonds-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, მთელს კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა, კოპრორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით.

„საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზარის განვითარებაში გალტ & თაგარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა რეგიონში წამყვან პოზიციებზე ყოფნა. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, გალტ & თაგარტი აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებით ფულის მოზიდვის საშუალებით. მხოლოდ 2016 წელს გალტ & თაგარტი 7 გარიგებაში წარმოადგენდა ობლიგაციების განთავსების აგენტს და ლიდ-მენეჯერს. ამ განთვსებების მეშვეობით ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი კლიენტებისთვის წარმატებით მოგვეზიდა 311 მილიონი ლარი და 30 მილიონი აშშ დოლარი. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება წამყვანი კორპორაციებისათვის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შეინარჩუნებს ლიდერი სინვესტიციო ბანკის პოზიციას რეგიონში“ განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც წამყვანმა კომპანიამ საქართველოში ინვესტიციების მართვის სფეროში. მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვას, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100