"როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში" - მიხეილ სააკაშვილი
„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოვიდა ამდენი ხალხი, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და მაშინ აკრძალეს ჩემთვის გაზეთების გადმოცემა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პეჩორის ოლქის სასამართლო სხდომაზე შესვენების დროს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ინფორმაციას ვერ იღებდა, რადგან არც ადვოკატებს არ უშვებდნენ და გისოსებიდან შეიტყო კიევში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„ის, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ისინი არ გამოვიდნენ ჩემი გულისთვის, ისინი გამოვიდნენ საკუთარი თავისთვის. მათ კარგად ახსოვთ, რომ როდესაც იულიას ირჩევდნენ, მაშინ სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ მოახდინა რეაგირება და არ იყვნენ მობილიზებული შესაბამისად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საერთაშორისო დონეზე უკრაინის იმიჯი ეცემა.
„თუ მე ვარ უკრაინის აგენტი, მაშინ მე უნდა გამცვალონ რუსეთში უკრაინელ მოწინააღმდეგეებში. წარმოგიდგენიათ, როგორი აბსურდია? მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ მე ვარ უსაფრთხოების სამსახურის აგენტი. როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარი