სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს - პრემიერის განკარგულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

დოკუმენტი 2024 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება.

როგორც კობახიძე წერს, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება

"მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს.

დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა" - ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100