სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში" - ვატო წერეთელი საგამოძიებო სტრუქტურებს შესაბამისი ღონისძიებების მიღებისკენ მოუწოდებს

"რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში" - ვატო წერეთელი საგამოძიებო სტრუქტურებს შესაბამისი ღონისძიებების მიღებისკენ მოუწოდებს:

"რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს. კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას".- წერს არხის ხელმძღვანელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100