ლუდსახარში ,,ზედაზენი’’ ვაჟაობის მხარდამჭერი
27 ივლისს,ლუდსახარში ,,ზედაზენის’’ მხარდაჭერით, დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა’’ გაიმართა, რომელიც პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა. მწერლის სახლ-მუზეუმთან ეროვნული სამოსის, ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სცენაზე კი ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ. მოეწყო ტრადიციული სადღესასწაულო დოღი - „ვაჟაობის მხედარი’’, ჩატარდა “ლუდის კოდის” დალოცვის ძველებური, საჩვენებელი რიტუალი. ღონისძიება დასრულდა საღამოს გალა კონცერტით- “რჩეული ბრენდები ვაჟასთვის”, სადაც ცნობილმა ბენდებმა: ჯგუფი ,,33ა’’, ჯგუფი ,,ხიდი’’, ჯგუფი ,,ბანი’’, შეასრულეს ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი კომპოზიციები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
კომენტარი