სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეკალური მასებისა და ანტისანიტარის გამო 12-წლის დამსვენებელი სურამიდან იაშვილის კლინიკაში მოათავსეს

სურამიდან თბილისის იაშვილის კლინიკაში, 12 წლის ბავშვი, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს. ამის შესახებ ბებიამ, მარინა დარბაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანალიზაციო ქსელიდან ფეკალური მასა პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელ ეზოში შედის. მარინა დარბაიძის თქმით, პრობლემას საკანალიზაციო ჭაც ქმნის.

„ჩემს ეზოში ჩამოედინება მთიდან წამოსული წყალი, რუ. ამ რუზე მეზობლემა კანალიზაციები დაერთეს. 2017 წელს სტიქიის გამო საკანალიზაციო ჭა გაფუჭდა, რომელშიც ჩაედინებოდა წყალი და ფეკალიები, ახლა ჩემს ეზოში მოდის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დილით, როდესაც ექვსი ოჯახი და მათი დამსვენებლები საპირფარეშოში შედიან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი სუნი და ანტისანიტარიაა. ჩემი 12 წლის შვილიშვილს ამის გამო ნაწლავური ინფექცია დაემართა და იაშვილის კლინიკაში დავაწვინეთ. ეს ყველაფერი საკურორტო დაბაში, პუშკინის ქუჩაზე ხდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წერილი შევიტანე და პრობლემის მოგვარებას ვითხოვ. 60 წლის ქალი ვარ, დავიღალე მერიაში სიარულით უკვე, ყურადღებას არავინ მაქცევს. უკვე იმ ზომამდე ვარ, სასამართლოში ვაპირებ ვუჩივლო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას“ - უთხრა Qartli.ge-ს მარინა დარბაიძემ.

„ჩვენთვის ეს პრობლემა ცნობილია, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და წლის ბოლომდე პრობლემა აღმოიფხვრება“ -აცხადებენ ხაშურის მმუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100