სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

48 საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის დასრულდა

დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი Garage48 “Gemification&Entertainment”, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიულ იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.
უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:
· I ადგილი - Georgian Hero - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ დროებითი სამსახურების მოძიებას.
· II ადგილი - Clap - პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მუსიკალურ ღონისძიებებს, გაამარტივებს ბილეთების შეძენას და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector - ვებ-გვერდი, რომელიც ახალგაზრდებს უადვილებს პროფესიის შერჩევას. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვა აპლიკაციამ Ladybug, რომელიც ადამიანებს ეხმარება დაკარგული ნივთების მოძიებაში. ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე იდეა კი Challen.ge გახდა - ვებ-გვერდი, რომელიცადამიანებს ხვადასხვა სირთულის გადალახვაში ეხმარება. ასევე, გამოვლინდნენ ყველაზე გიჟური იდეის ავტორი პროექტი - Maika, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციისთვის გუნდი Elysium დაჯილდოვდა.
პირველი ადგილის მფლობელებს თიბისი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილს ერთთვიანი წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.
ჰაკათონის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.
Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი.
Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100