სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქემერონ დიასს დიდი ხნის ოცნება აუსრულდა - ჰოლივუდის მსახიობი ორსულადაა

ჰოლივუდელი მსახიობის ქემერონ დიასის ცხოვრებაში უამრავი სასიყვარულო რომანი იყო, მათ შორის მსახიობ მეთ დეიმონთან, ჯარედ ლეტოსთან, მომღერალ ჯასთინ თიმბერლეიქთან, ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან და ა.შ. თუმცა მხოლოდ 42 წლის ასაკში, 2015 წელს გადაწყვიტა დაოჯახება მუსიკოს ბენჯი ბენეტთან.

ოჯახის შექმნის შემდეგ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, რადგან თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი და საოცნებო როლი სწორედ დედობა იყო. მან შეცვალა ცხოვრების წესი, დაიწყო ჯანსაღად კვება, დადიოდა ექიმთან, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგოდ.

2017 წლის დეკემბერში ქემერონმა ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა და საზოგადოებას გაუმხილა, რომ ბავშვის გაჩენას სუროგაციის მეთოდით აპირებდა, თუმცა მეორე მხრივ შვილის აყვანაზეც ფიქრობდა.სულ ცოტა ხნის წინ კი ამერიკულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია დიასის ორსულობის შესახებ:
"მისი გზა დედობისკენ ძალიან რთული იყო. რაღაც ეტაპზე იმედიც დაკარგა და ეგონა, რომ შვილის გაჩენას ვეღარ მოახერხებდა, თუმცა მალევე მოხდა სასწაული და ახლა მსახიობი ორსულადაა. ერთ-ერთ კლინიკაში მან ინ ვიტრო განაყოფიერება გაიკეთა და რამდენიმე თვეში დედა გახდება" - წერენ ტაბლოიდები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100