ქართველ ქალებს ახალი გულთამპყრობელი ჰყავთ
ქართველ ქალებს ახალი გულთამპყრობელი ჰყავთ, მათი რჩეული ამჯერად თურქი მსახიობი ბარის არდუჩია. ბარისი 29 წლის, უცოლო სიმპათიური მამაკაცია და ის ქართველებისთვის სერიალიდან "სიყვარული ქირით" გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მის გიფებსა და ფოტოებს, თუმცა ცოტამ იცის რომ ეს საოცნებო მამაკაცი თურქი მსახიობია. არდუჩის დამთავრებული აქვს თეატრალური და პირველად მან 2011 წელს ითამაშა ერთ-ერთ სერიალში, რომლის შემდეგაც ის თურქებისთვის საყვარელ მსახიობად იქცა. სწორედ ამ სერიალის გადარებებზე გაიცნო მან გოგონა, რომელიც დღეს მისი შეყვარებულია.
... ეს გოგო არდუჩის შეყვარებულია
კომენტარი