ეს იყო "ეფესბეს" ხელწერა" - პრეზიდენტი არჩევნების შესახებ Sky News-თან
ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, თუმცა ის გაყალბდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა და გაყალბების ყველა იმ მეთოდზე ისაუბრა, რაც "ოცნებამ" არჩევენბზე გამოიყენა.
სალომე ზურაბშვილმა თქვა, რომ ყველაზე რეალური არჩევნები მხოლოდ საზღავრგარეთ, ემიგრაციაში შედგა, სადაც გაყალბების სივრცე შეზღუდული იყო.
მე მართალი ვიყავი. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები. ჩვენში ვგულისხმობ პროევროპულ ძალებს, რომლებმაც მოიგეს არჩევნები. ფაქტია რომ ის გაყალბდა და ეს სხვა ამბავია. ელექტრონული არჩევნები, რომელიც პირველად ჩატარდა გამოყენებული იყო ხმების გასამრავლებალად, აიდი ბარათებით და სხვადასხვა მანიპულაციით ის გაყალბდა.
საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს არ გმობენ არჩევნების დღის მეორე დღეს. საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაწერილა. ყველაზე რეალური იყო არჩევნები იქ, სადაც შეზღუდული იყო გაყალბების სივრცე. ეს ჩვენი დიასპორაა. 90%-მა ხმა ევროპულ არჩევანს მისცა.
Sky News-ის კითხვაზე, დაიგეგმა თუ არა არჩევნების გაყალბება მოსკოვში და განახორციელა თუ არა კრემლის გეგმა ივანიშვილმა საქართველოში, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამის შესახებ მან არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ეს "ეფესბეს ხელწერა" იყო.
მე არ ვიცი ეს გაყალბება დაიგეგმა თუ არა მოსკოვში და შეასრულა თუ არა საქართველოში ივანიშვილმა, მაგრამ მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები, ეს სახეზეა და ეს კარგად ორგანიზებული იყო. ეს იყო ეფესბეს ხელწერა. ასევე საინტერესოა პროპაგანდა რომელსაც ვხედავდით მანამდე, იყო კოპირება რუსული პროპაგანდის. ბანერები, რეკლამები, რომელიც გადმოკოპირებული იყო იმის რაც იყო პუტინის საპრეზიდენტო არცევების დროს გამოყენებულ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ერთ დღეში სალომე ზურბიშვილმა ინტრვიუ 18 საერთაშორისო მედიას მისცა.
კომენტარი