სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული რეჟიმი ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის, ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში - სააკაშვილი

"რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს, მიხეილ სააკაშვილმა მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიის სრული დამორჩილებით შეეცდება "რუსული რეჟიმი" არჩევნების მოგებას და აანონსებს, რომ იქნება "პროვოკავიები" მათი მხრიდან.

რუსული რეჟიმის შურისძიებაა ის, რაც ხდება აქ. რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას," - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100