კადიროვი ზაკაევს ემუქრება
ჩეჩნეთის პრორუსული "პრეზიდენტი" რამზან კადიროვი მსოფლიოს კვლავ აოცებს თავისი არაორდინალური განცხადებებით. იგი ამჟამად დევნილი ყოფილი პრემიერის, აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ გამოვიდა. "კანონმორჩილი" და "ბოევიკებთან" აქტიურად მებრძოლი კადიროვი, კავკასიური წესისამებრ, ზაკაევს შურისძიებით დაემუქრა და მიზეზად მის მშობლიურ სოფელ – ცენტეროიზე თავდასხმა დაასახელა.
ფდგდფგდფლ;გკდფ;გკლ;
ფდგდფგდფლ;გკდფ;გკლ;
მსგავსი უცნაური განცხადებები კადიროვს ადრეც გაუკეთებია. ცნობილია მისი კურიოზული გამონათქვამი, როდესაც მის მიმართ ეჭვები გაჩნდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. მაშინ, კადიროვი მტკიცედ გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე და ამაყად აღნიშნა, რომ "ის ქალებს არ ხოცავს."
ფდგდფგდფლ;გკდფ;გკლ;
კადიროვის ინიციატივითვე გუშინ ჩეჩენთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმის დელეგატებმა "პრეზიდენტი" ერთხმად აირჩიეს ჩეჩენთა საერთაშორისო კონგრესის მდივნად. ფორუმი, რომელიც უკანასკნელ ოც წელიწადში პირველად გაიმართა და ჩეჩნების კონსოლიდაციას ისახავდა მიზნად, მოწვეული იყვნენ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათასამდე ადამიანმა: რუსეთიდან, ევროპიდან, ამერიკიდან. როგორც ფორუმზე გაცხადდა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით სამი მილიონი ჩეჩენი ცხოვრობს. რაც შეეხება ზაკაევის თემას, პრეზიდენტის უხერხული განცხადების შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ მდგომარეობიდან გამოძვრომა სცადა. პრეს-მდივნის განცხადებით, ზაკაევს ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებების გამო სიკვდილი აქვს მისჯილი და სისხლის აღებას პრეზიდენტი კადიროვი კი არა, სოფელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლები აპირებენ.

თუმცა კადიროვის გამოსვლა ყველამ მშვენივრად გაიგო და ისიც ცნობილია, რამდენად "კანონმორჩილი" და "ცივილიზებული მეთოდებით მებრძოლი" პირველი პირია, ხოლო მისი ცნობილი განცხადებები ჩეჩნურ დაჯგუფებებს შორის შერიგების შესახებ, კვლავ ბლეფი აღმოჩნდა.

კომენტარი