27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ნუ მოცდებით წვრილმანებზე. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებთ.
კურო
ფორტუნა გწყალობთ და მაქსიმალურად გამოიყენეთ. არ იზარმაცოთ დაგეგმეთ შეხვედრები, საქმეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. შეიძლება ახალ საქმეში მოგიწიოთ ჩართვა ან ახალ პარტნიორებთან მუშაობის დაწყებამ. არ დაივიწყოთ მეგობრები, ისინი თქვენს რჩევას საჭიროებენ.
კირჩხიბი
ნუ ხართ ზედმეტად მიმნდობი. საკუთარ საქმეს სხვების ინტერესების გამო ნუ გაიფუჭებთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
ლომი
იყავით ღიმილიანი, დიპლომატიური და გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კრიტიკას კოლეგების მიმართ. ნათესავები სიურპრიზს გიმზადებენ.
ქალწული
იყავით დაკვირვებული მუშაობისას და ყველა საქმე მიიყვანეთ ბოლომდე. პირად ურთიერთობაში იყავით რბილი და ტაქტიკური. ნათესავები თქვენს დახმარებას საჭიროებენ.
სასწორი
წარმატება გელით ნებისმიერ საქმიანობაში. ახალი კონტრაქტი და სასიამოვნო საქმიანობაში ჩართვა გელით. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად თავად უნდა გაისარჯოთ.
მორიელი
იყავით გულწრფელი და გულკეთილი გარშემო მყოფების მიმართ. მოსალოდნელია გულითადი საუბრები, უცხოებმაც კი შეიძლება გული გადაგიშალონ. საღამოს კარგია შოპინგი.
მშვილდოსანი
შეხვედრა გელით გავლენიან ადამიანებთან. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. აკონტროლეთ ყოველი სიტყვა. პირადი ცხოვრება მშვიდი და რომანტიკულია.
თხის რქა
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. უამრავი საქმე გელით ამიტომ, კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.
მერწყული
დღეს ყველა ეცდება, თქვენი კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ეცადეთ, საღამოს მაინც მოიცალოთ და შეხვდეთ მეგობრებს, იმხიარულოთ.
თევზები
დღეს ყველას უფლებების დამცველი იქნებით. თუმცა, ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
კომენტარი