პოპკორნი მკერდის ზრდას უშლის ხელს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოპკორნის ხშირი მირთმევა გოგონებში მკერდის ზრდას უშლის ხელს. ამ დასკვნამდე ნიუ-ჯერსის ონკოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ. მათი თქმით, სეტროგენის შემცველი ნივთიერებები მოქმედებენ, როგორც მავნე ჰორმონები.
გოგონების ერთი ჯგუფის გამოკვლევის შემდეგ მეცნიერებმა მათ ორგანიზმში მიკოესტროგენები აღმოაჩინეს და ახლა აცხადებენ, რომ მათ მიმართ ქალის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სქესობრივი სიმწიფის ასაკში შესვლის დროს - მიკოესტროგენი, თურმე, მკერდის ზრდას უშლის ხელს.
მიკოსეტროგენი შესაძლოა მოხვდეს ხორბალში, კვერცხში, ხორცსა და რძის პროდუქტებში - დაბინძურების ან ცხოველების საკვებ პროდუქტებში მათი დამატების შემთხვევაში - ამ გზას ფერმერები მიმართავენ, როცა ხორცის წარმოების გაუმჯობესება სურთ.
გოგონათა კვების რაციონის ანალიზმა აჩვენა, რომ მიკოესტროგენის მთავარი წყარო სწორედ პოპკორნი და დაკონსერვებული ხორცი იყო.
კომენტარი