სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობა გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - ამის შესახებ სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი მიმართულება დაემატება, რომელიც მსურველებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყლის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საშუალებას მისცემს.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ სასმელი წყლის რესურსისა და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის შესწავლის მიზნით კვლევის ჩატარება დაევალა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი წყლის რესურსის სტაბილური მოპოვება-გამოყენების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების გარდა, რესურსების განკარგვისა და ლიცენზიის გაცემის წესსაც გადახედავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100