სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაიდი კლუმმა ფეხები ორ მილიონად დაიზღვია

ჰაიდი კლუმი - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სუპერმოდელია. მან დააფასა საკუთარი ფეხები და მათი დაზღვევა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ფეხები მისთვის ფულის გამომუშავების საშუალებაა, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მათი დაზღვევა მოუნდა. დაზღვევა 2 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. გერმანელი ლამაზმანის მტკიცებით, ფეხების დაზღვევას კლიენტი აიძულებდა, იგი კი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ისე ხომ ყოველთვის ხდება, რომ სხეულის დაზღვეულ ნაწილებს რაღაც ემართებათ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სუპერმოდელის შეუდარებელ ფეხებს არავითარი ზიანი არ მიადგება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში მოდელის ფეხები „დაათვალიერეს“. მარცხენა ფეხზე, გამოკვეთილად არის შესაძლებელი შრამის დანახვა, რომელიც გატეხილ შუშაზე დაცემის შედეგია. შემფასებლებმა გადაწყვიტეს, რომ მარცხენა ფეხის ღირებულება, მარჯვენასთან შედარებით, შრამის გამო, საკმაოდ დაბალი უნდა ყოფილიყო.

სუპერმოდელი, საკუთარი გარეგნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღაფრთოვანებს ადამიანებს. იგი თვლის, რომ ბუნებამ მას შეუდარებელი ფეხები, დამატყვევებელი ღიმილი და ლამაზი სახე აჩუქა. მას ოთხი შვილი ჰყავს, რომლებსაც დიდი ყურადღება სჭირდებათ და მოდელი, საკუთარი თავისთვის განკუთვნილ დროის სიმცირეს უჩივის. იგი ყოველთვის სამსახურსა და საოჯახო საქმიანობას შორის არის გამოკიდებული. სამსახურში კლუმი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და სექსუალური გოგონაა, სახლში კი - შეუდარებელი დედა და მოსიყვარულე ცოლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100