სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული.

„მთავარია, ყველანი წავიდეთ და ავიცრათ, ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა და კიდევ იქნება ვაქცინები, რომ დღეს თავისუფლად აიცრას 15- 20 ათასი ადამიანი.

ამ კვირაში უკვე ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას და აცრის გაკეთება შესაძლებელი ექნება ყველასთვის, კოვიდის გადატანიდან 30 დღეში.

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან და ყველანი ავიცრათ. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოეშვა. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლი შევა საბჭოში რეკომენდაციით მეტი გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წითელ ხაზებს ვკვეთთ. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობი მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებში ინფიცირების მატებაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით დიდი ნახტომი არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

„დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ძალიან სწრაფად იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100