სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ღლონტი წავიდა: "აღარც ეროსი, აღარც მამუკა. მაესტრო თავისუფალია"

მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ გენერალური პროდუსერის თანამდებობა დატოვა. როგორც „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში მიუთითებს, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ფეისბუქს“ თვალი გადაავლო. მისი თქმით, ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ჰქონდეს, რათა მის მიმართ ბოლოდროინდელი უნდობლობა ტელეკომპანიის რეიტინგზე უარყოფითად არ აისახოს.

კერძოდ, მამუკა ღლონტმა „ფეისბუქზე“ დაწერა:

"ახლა, როცა ეროსის "ტყვეობიდან" გამოვედი, ფეისბუქს გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების ნაწილი ცუდი თვალით მიყურებს, ნაწილს ეჭვი ეპარება ჩემში. ჩემდა უნებლიედ ისეთი მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი, რომ აღარ აღვიქმები მედიის ნაწილად, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. ამჟამად "მაესტროს" გენერალური პროდიუსერი ვარ და ვგრძნობ, რომ ჩემი "მაესტროში" ყოფნით ასევე უნებლიედ ჩრდილს მივაყენებ ჩემს კოლეგებს, ჩემთვის ერთი ადამიანის აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ ვტოვებ ყოველგვარ პოსტს "მაესტროში", ვიქნები მხოლოდ მრჩეველი, ისიც იმიტომ, რომ ასეთ მძიმე პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. "მაესტროს" უხელმძღვანელებენ ილია კიკაბიძე და ეკა აკობია. ამ ორ ადამიანს 110 პროცენტით ვენდობი... კახა ბექაური, თუნდაც მრჩევლად. აღარც ეროსი, აღარც მამუკა. მაესტრო თავისუფალია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100