ახალაიას ბრალმდებლის რეპლიკამ სასამართლო დარბაზი გააოცა
ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქზე ხშირად პოსტავს, ახალაიას პროცესზე მომხდარ უცნაურ ფაქტებსა და არაადეკვატურ გამოსვლებს. Droni.ge ნადარეიშვილის მიერ დღეს, 2013 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
“მოსამართლემ მოთხოვა პროკურორს, რომ დაიწყოს გამოძიება "მოწმის გატეცების"ფაქტზე. პროკურორი შაქრო კი წამოხტა და ბრძანა, რომ იგი ვერანაირი დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს იმაში, რომ ადამიანს ღამის პირველ საათზე იტაცებენ, მიყავთ ტყეში, ართმევენ მობილურს, ემუქრებიან და ტოვებენ ტყეში. სამაგიეროდ მას მიაჩნია, რომ ატჟიმანია და ხოხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაულია!” - წერს ანი ნადარეიშვილი სოცალურ ქსელში
გაცნობებთ, რომ საუბარია ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეზე, რომელიც ტყეში გაიტაცეს და ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
კომენტარი