„მინდა, მის ასაკში მასავით გამოვიყურებოდე“ - ბებია, რომლის გარეგნობაც აღფრთოვანებას იწვევს
ეს ქალბატონი გახლავთ ყოფილი მოდელი, მოდის განყოფილების რედაქტორი და პარიზში ქაშმირის ნივთების მაღაზიის მფლობელი ლინდა რაიტი.
დახვეწილ გემოვნებასთან ერთად მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს და სწორედ ამიტომ მოდის ბლოგერებს საყვარელი რესპონდენტია.
მის შესახებ ბევრს წერენ მოდის სვეტებში და მისით აღფრთოვანებულია ყველა გოგონა ვინც იცნობს ან უბრალოდ უნახავს მისი ფოტოები.
„მინდა, მის ასაკში მასავით გამოვიყურებოდე“ - წერენ სოციალურ ქსელში და აღნიშნავენ სოციალურ პირად საუბრებში სუსტი სქესის წარმომადგენლები.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ლინდას რამდენიმე ფოტო ჩვენს მკითხველსაც ვაჩვენოთ და დავანახოთ, რომ ასაკი სილამაზეს ხელს არ უშლის.
კომენტარი