23 წლის “მის რუსეთი” კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე შიშველი პოზირებდა
რუსეთის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის 23 წლის სტუდენტი, ნატალია პერევერზევა 1 დეკემბერს “მის რუსეთი” გახდა. ლამაზმანმა სერიოზული ფულადი თანხა და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი მიიღო, ამასთან, საერთაშორისო არენაზე რუსეთი სწორედ მან უნდა წარადგინოს.
ინტერნეტგამოცემებში “მის რუსეთის” ტიტულის მფლობელი თავდაპირველად მორცხვ, ტრადიციების დამცველ გოგონად სახელდებოდა, მაგრამ ვიღაცამ გაიხსენა, რომ კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე, 2011 წლის მაისში ნატალია ერთ–ერთი გლამურული ჟურნალისთვის შიშველი, საკმაოდ პიკანტურ პოზებში გადაიღეს და მალე ამის დამადასტურებელი ფოტოც ატვირთა, რომელიც რუსული ინტერნეტსივრცის ჰიტად იქცა.
კომენტარი