სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისში თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი, 185 საწოლზე გათვლილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკის შენობა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. თქვენ იცით, რომ 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც იყო ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის. ეს არის ჩვენი მთავრობის და სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებეული ერთობლივი პროექტი, რომელიც უკვე დაჯდა 20 მილიონი, საბოლოო ჯამში დაჯდება 25 მილიონი. 5 მილიონი ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით. აქ დასაქმდება 600 ადამიანი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სტუდენტებს, რეზიდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100