კომპანია „სმაილი“ და ბანკი „რესპუბლიკა“ ერთობლივ აქციას იწყებს!
უპროცენტო განვადება უპრეცენდენტო პიროებებით
მაღაზიათა ქსელი "სმაილი" და ბანკი "რესპუბლიკა" საზოგადოებას განვადების ახალ აქციას სთავაზობს. სექტემბრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 0%-იანი განვადების განსხვავებული პიროებებით. კერძოდ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა, ისე რომ ნივთის ღირებულების გარდა, ზედმეტი არაფერი არ გადაიხადონ.
პირობები მარტივია: განვადება - 0%, ბანკის საკომისიო - 0, წინასწარი შესატანი - 0
აღნიშნული აქცია ტექნიკის ბაზარზე უპრეცენდენტოა და ექსკლუზიურად მხოლოდ „სმაილის“ მაღაზიათა ქსელში SAMSUNG - ის ნებისმიერ ტექნიკაზე გავრცელდება.
- "ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ნოვატორები და მომხმარებლები ხშირად გავანებივროთ სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტებით. 1 წლის წინ 18 თვიანი უპროცენტო განვადება ტენქიკის ბაზარზე პირველად სმაილმა დანერგა, მოგვიანებით ბანკ "რესპუბლიკასთან" ერთად მომხმარებელბს 2 და 3 წლიან 0% განვადებაც პირველებმა შევთავაზეთ.
ამჯერად კი ბაზარზე ამ ინოვაციური პროექტით გამოვდივართ. ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს უკვე შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქსელში შეიძინოს სასურველი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკაც, რომელიც აქამდე მისთვის მხოლოდ ოცნების საგანს წარმოადგენდა. მომხმარებელს ნივთის ღირებულება სასურველ პერიოდზე თანაბრად გადაუნაწილდება ისე, რომ ზედმეტად არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს. ხოლო ყველა იმ გადასახადს, (საკომისიო, წინასწარი შენატანი, ბანკის პროცენტი) რაც მომხმარებელს უნდა გადაეხადა - "სმაილი" დაფარავს" - აცხადებს "სმაილის" მარკეტინგის წარმომადგენელი ხათუნა ნოზაძე.
კომენტარი