სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცელოფანი ზეწრისა და საბნის მაგივრად

მათ საინტერესო ცხოვრება განვლეს. დაუღალავად მუშაობდნენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასწავლიდნენ ბავშვებს, აშენებდნენ სახლებს, მკურნალობდნენ ავადმყოფებს. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ცხოვრება უხაროდათ ახლა კი ისინი მოხუცდნენ.

არაერთხელ მოგვისმენია მათგან "ეჰ დავბერდით, სახსრები გვტკივა, წნევები გვაწუხებს, ვეღარ ვმოძრაობთ, ვეღარც ვხედავთ."

სიბერე გარდაუვალია, ჩვენც დავბერდებით... ზოგირთ მათგანს არ გაუმართლა სიბერეში მარტოდ მარტო დარჩა ოთხ კედელში გამოკეტილი ყველანაირი საარსებო წყაროს გარეშე, და რაც ყველაზე საშინელია გაუნძრევლად წვანან საწოლში.

წარმოიდგინეთ რა საშინელებაა იწვე მთელი დღე ჭუჭყიან, დახეულ დაზოგჯერ სველ თეთრეულში. ამან შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გააგიჟოს. ეს ძალიან დამამცირებელია.

ჩვენი ფონდი ცდილობს შეუმსუბუქოს ცხოვრება ამ გაჭირვებულ მოხუცებს. ჩვენი თანამშრომლები უვლიან მათ, მკურნალობენ, უხვევენ ჭრილობებს, აბანავებენ, უცვლიან საფენებს.ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ბებიები და ბაბუებ რომელთა რაოდენობა უკვე 600–ს აღემატება.

ჩვენ გვინდა შეუქმნათ მათ პირობები კომფორტული ცხოვრებისთვის, რომ მათ თავი კვლავ ადამიანებად იგრძნონ.

თუ სახლში გაქვთ თეთრეული, ბალიშები, პლედები, საბნები, პირსახოცები რომლითაც აღარ სარგებლობთ, ან იქნებ აპირებთ ახლის შეძენას- ძველი თეთრეული მოიტანეთ ჩვენს ფონდში. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი ძველი ნივთები ვინმესთვის შეიძლება ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყოს.

მისამართი: კრწანისი. გორგასლის მეორე შესახვევი 25

ტელ.032 219 33 21, +995 577 92 40 45

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება ფინანსური დახმარება გაუწიოთ ჩვენს ბენეფიციარებს თეთრეულის და პირსახოცების შესაძენად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე.GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000, ან ვებ–გვერდიდან

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100